როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი
Რა ვაჩუქო?! Მოეწონება?!
Superdry საახალწლო საჩუქრების გზამკვლევი ყველასათვის!
ახალი წელი ახლოსაა! ორომტრიალი, ფუსფუსი! Სუსხიანი ზამთრის, ფორთოხლისა და ტკბილეულების არომატი დეკემბერში კიდევ უფრო თავბრუდამხვევია და აქ იწყება მთავარი თავსატეხი - რა ვაჩუქო!
Და ვაჩუქო თუ არა?!
დღესასწაულის ფანი ხარ თუ გრინჩი?!
წარმოგიდგენთ: Ultimate Superdry საშობაო საჩუქრების სახელმძღვანელოს. ჩვენი ხელით შერჩეული საჩუქრების სიას, რათა მოგაწოდოთ ყველა ის შთაგონება, რომელიც გჭირდებათ საყვარელი ადამიანების გასახარებლად.
მიუხედავად იმისა, ეძებთ პატარა ყურადღების ნიშანს, თუ გეგმავთ გრანდიოზული ჟესტის გაკეთებას, მოემზადეთ უამრავი საახალწლო საჩუქრის აღმოსაჩენად ყველასათვის.
Არსებობს საჩუქრები, რომელიც უნისექსია:
Ხელთათმანი - შეარჩიე ფერი, თითებიანი თუ უთითებო.. https://bit.ly/3uE4L7l
Ქუდი - თუ იცი, რომ ხმარობს ქუდებს https://bit.ly/3VNKyrz თუ მხოლოდ ქუდის ჩუქება არ გინდა დააწყვილე ხელთათმანთან ან შარფთან https://bit.ly/3VRxTE6
Თუ სეკრეტ სანტა ხარ და ადრესატს არც ისე ახლოს იცნობ, ხელთათმანი, ქუდი და შარფი კარგი იდეაა.
Თუ არცერთი არ მოგეწონა, კიდევ რამოდენიმეს დავამატებთ:
Წელის ჩანთა https://bit.ly/3Ha64yV
Ზურგჩანთა https://bit.ly/3BmA4Hm
Მისთვის: დისთვის, დედისთვის, მეგობრისთვი, საყვარელი ადამინისთვის - მანდილოსნისთვის
Გარდა ზემოთ ჩამოთვლილი, საჩუქრებისა ადამიანისთვის, რომელსაც გინდა მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთო, გაახარო და გაათბო, გთავაზობთ შემდეგ იდეებს: ქურთუკი, ჰუდი, მაისურები… არჩევანი ფერის და სტილის მიხედვით, აქ აუცილებლად იპოვი მისთვის გასახარ საჩუქარს: https://bit.ly/3q3blRH
Და კიდევ ერთი, თუ საახალწლო წვეულებისთვის გინდათ, რომ სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთოთ, მაშინ რამოდენიმე კაბას გირჩევთ: https://bit.ly/3iXzzgM
Მისთვის: მამაკაცისთვის
Რაც არ უნდა იუმორით გვახსენდებოდეს მამაკაცებისათვის წინდების ჩუქების ისტორია, მამაკაცებისათვის ხშირად იძენენ საჩუქრად თეთრეულს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სუპერდრაის მამაკაცის თეთრეულს ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი წარმოგვიდგენს. Რატომ თეთრეული? Პასუხი არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
Სხვა იდეები:
Ელეგანტური სტილისთვის, მარინოს შალის ან ორგანული ბამბის ნაქსოვი ზედები https://bit.ly/3Bsv4Rz ან პერანგენი https://bit.ly/3YcGh2o იდეალური საჩუქარია.
Მამაკისთვის სპორტული ორეული იდეალური საჩუქარია, შეურჩიეთ ჰუდი ან შარვალი, მაგრამ თუ გსურთ უფრო მაღალ ბიუჯეტური საჩუქრის შერჩევა გახსოვდეთ! Სუპერდრაის ქურთუკები ყველაზე კარგი საჩუქარია. https://bit.ly/3EHZ4ZG
Აქსესუარები
Ნაძვის ხის ქვეშ მოფანტული ექსტრავაგანტული საჩუქრები თავბრუდამხვევია, მყუდრო გარემოში გაზიარებული პატარა საჩუქრები.
Ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ლუქის ბოლო შტრიხი, აქსესუარებია.
Რასაც არ უნდა არჩევდეთ, დამატებითი პატარა საჩუქრები ყველას ახარებს: https://bit.ly/3iWQdar , სათვალე? https://bit.ly/3aSmOMH
Ეკომეგობრული საჩუქრები
Როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება აჩუგო ვეგანს, ვეგეტარიანელს ან გარემოსდამცველს, მისი მოსაზრებები რომ გაითვალიწინო?
სწორედ აქ შევდივართ ჩვენ ავანსცენაზე. ვეგანური ტრენერებიდან ორგანულ ბამბის საცვლებამდე, Superdry-ში შეგიძლიათ იპოვოთ ეკომეგობრული საჩუქრების სპექტრი – რომლებიც დამზადებულია გადამუშავებული, ორგანული მასალების გამოყენებით, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შეურჩიოთ საჩუქარი ყოველგვარი სინდისი ქენჯნის და საფრთხის გარეშე.
შეიძლება ნერვიულობდეთ თუ როგორ იპოვოთ მსგავსი საჩუქარი დიდი ფასის გარეშე, მაგრამ თქვენი ძიება აქ მთავრდება. შეიძინეთ Superdry გადამუშავებადი კოლექცია. ყველაფერი, ეტიკეტიდან ქსოვილამდე და ძაფებამდე, დამზადებულია 100%-ით გადამუშავებუდი მასალების გამოყენებით – რაც ეკომეგობრული ადამიანისთვის ორმაგ საჩუქრად იქცევა.
Არ დაუშვათ შეცდობა, გადაამოწმეთ აქსესუარების იარლიყი, შემადგენლობა აუცილებლად უნდა იყოს ბამბა და არა შალი.
Და თუ ადრესატი დამოუკიდებელი პიროვნებაა, მიეცით საშუალება თავად შეარჩიოს საჩუქარი, აჩუქე სასაჩუქრე ბარათი: https://bit.ly/3ULPjR1
Სულ ეს არის! მიჰყევით Superdry-ის საახალწლო გზამკვლევს შესანიშნავი საჩუქრების შესარჩევად. თავიდან აიცილეთ ბოლო წუთების პანიკური შოპინგი.
Ბედნიერი შობა ახალი წელი!
სტატიის ავტორი:
ანა დვალი
2022-12-11
როგორ შევარჩიოთ სპორტული სეტი
იყო და არაიყო რაა.. Ფემინიზმის წარმოქმნამდე კეთილშობილი ახალგაზრდა ქალბატონებისგან, მოითხოვებოდა მხოლოდ კორსეტში ჩატევა, მისი ზონრების მჭიდროდ შეკვრა და ვახშამზე მშვიდად ჯდომა. Მაგრამ დრო იცვლება და გასული საუკუნის 20 წლებში დაწყებული როგორც ქალბატონების და მამაკაცების გარედერობის ევოლუცია გრძლდება, დღეს პოსტპანდემიურ ეპოქაში, როცა ძალიან ბევრი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას პირად კომფორტს, სადაც წაიშალა ზღვარი სპორტულ, კლასიკურ და სახლის ლუქებს შორის, თითქოს საუკეთესო არჩევანია სპორტული სეტი, რომელიც ასევე ზოგავს დროს და ხსნის მუდმივ დილებას “რა ჩავიცვა”კითხვის სახით.
Მაშ როგორ შევარჩიოთ უნივერსალური სპორტული კოსტუმი ყოველდღიური აქტივოვბებისთვის? მოსახერხებელი და პრაქტიკული, რომელიც იდეალური იქნება ნებისმიერი სიტუაციისთვის?
თქვენ არ ყიდულობთ გამოსასვლელ კაბას თუ კოსტუმს, მოდელის, სილუეტის, ქსოვილის და ა.შ. სათანადო ანალიზის გარეშე? იგივე ეხება კომფორტულ სპორტულ სეტს. ასეთი სამოსის არჩევანი მაქსიმალურად გააზრებული და რაციონალური უნდა იყოს. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მნიშვნელოვან პარამეტრებს:
ხარისხში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. სპორტული სამოსი, როგორც წესი, საკმაოდ ინტენსიურად გამოიყენება. ასე რომ, ის უნდა იყოს გამძლე, მდგრადი, სასიამოვნო სატარებელი. ასეთი უპირატესობებით შეიძლება დაიკვეხნოს მხოლოდ მაღალი ხარისხის სეტმა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სეზონურობა. შემოდგომის სეტი სხვადასხვა დათბილების და იზოლაციის შრეებით, შეიძლება ქურთუკის შემცვლელიც კი იყოს, ხოლო ზაფხულის კოლექცია იძლევა სიგრილის შეგრძნებას ცხელ ამინდშიც, რაც სხეულს სუნთქვის საშუალებას აძლევს. Შესაბამისად სპორტული ტანსაცმელიც სეზონის შესაბამისად უნდა შეარჩიოთ.
მიუხედავად იმისა, როგორი სტილის სპორტულს არჩევთ? Არის ეს ოვერსაიზი თუ სლიმი, ზომა უნდა უყოს თქვენი სხეულის შესაბამისი.
კოსტუმის დანიშნულება უფრო დეტალურ განხილვას იმსახურებს. Იმაზე თუ რა მიზნით იძენთ ნაკრებს დამოკიდებულია მისი ფორმა, მასალა, ფუნქცონალი და ა.შ.
Ძირითადად ორი ტიპის რადიკალურად განსხვავებული სეტი შეგიძლიათ შეარჩიოთ, უშუალოდ სავარჯიშო, დარბაზისთვის შესაფერისი და ყოველდღიური, ქალაქისთვის.
Როგორი მიზნითაც არ უნდა არჩევდეთ სპორტულ სეტს, მნიშვნელოვანია თქვენი შეგრძნებები, თქვენ უნდა გრძნობდეთ თავს კომფორტულად და თავისუფლად.
სტატიის ავტორი:
ანა დვალი
2022-11-07
Orange Card! ფასდაკლების % დაგროვების ბარათი!
Orange Card - თქვენი ფასდაკლების ბარათი
ნებისმიერ შენაძენზე მოითხოვეთ ბარათის რეგისტრაცია და მიიღეთ ბარათი საწყისი 5%-იანი ფასდაკლებით.
ფასდაკლების % გაზრდისთვის ყოველ ახალ შენაძენზე სალაროსთან აცნობეთ თქვენი პირადი მონაცემები.
პროცენტული ფასდაკლების დაგროვების სისტემა:
1999 ლარამდე = 5 %
2000 ლარიდან - 4999 ლარამდე = 10 %
5000 ლარიდან - 9 999 ლარამდე = 15%
10 000 ლარიდან = 20 %
დაგროვებული ფასდაკლების % მოქმედებს მხოლოდ ახალ კოლექციაზე
სტატიის ავტორი:
2022-08-07
VEGAN FOOTWEAR! მეტი, ვიდრე ზრუნვა!
Vegan Footwear! მეტი, ვიდრე ზრუნვა!
♻ თითოეული ვეგანური ფეხსაცმლის შეძენისას, თქვენ შეგაქვთ თქვენი წვლილი, ცხოველების და დედამიწის გადარჩენაში.
2020 წლის დასაწყისში Superdry_იმ დაიწყო ვეგანური ფეხსაცმლის წარმოება!
♻ფეხსაცმელმა გაიარა 172 ტესტი, რის შედეგადაც The Vegan Society მიანიჭა ვეგანური სტატუსი. ფეხსაცმელი 100% არ შეიცავს ცხოველურ პროდუქტს.
♻ფეხსაცმელმა გაიარა 250 000_მდე გამძლეობის და ხარისხის ტესტი.
♻2021 წლისათვის, Superdry_ის ფეხსაცმლის კოლექციის 88% მხოლოდ ვეგანურია.
♻ფეხსაცმელი დამზადებულია სერთიფიცირებული recycled high-grade PU საშუალებით, რაც გულისხმობს წყლის ბაზაზე დამზადებელ წებოვან, საბეჭდ და საღებავ მასალას.
♻ფეხსაცმელის ზედაპირი შედგება გადამუშავებული recycled მასალისაგან / ბუნებრივად განახლებადი რესურსით.
♻ფეხსაცმელებში გამოყენებულია 40_მდე ფერი! ფერის მიღებისას გამოყენებულია მხოლოდ ვეგანური პროდუქტი.
სტატიის ავტორი:
2022-01-19
Brooklyn Beckham, Welcome to the Superdry family!
2021 წლის ბოლოს, სუპერდრაის ოჯახს ცნობილი ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბეჰემის უფროსი შვილი, ბრუკლინ ბეჰემიც შეუერთდა:
ბრუკლინ ბეჰემისთვის ბრენდის ინტერესებისა და ეკო მეგობრული ბრენდის გეგმები საინტერესო აღმოჩნდა.
“Sustainability has always been an important cause for me, so partnering with Superdry was an easy decision. When I found out that they had the ambition to become the world’s most sustainably listed fashion brand by 2030, I knew that I wanted to join in any way I could. I have been consistently impressed by the work they have done behind the scenes to meet their goal.”
Brooklyn Beckham
სტატიის ავტორი:
2021-11-17
ვეგანური ქსოვილი! დაიცავი ცხოველები, შეარჩიე ვეგანური ნაწარმი.
VEGAN.ვეგან! მეტი ზრუნვა
2020 წლის ზამთრის სეზონიდან, სუპერდრაიმ ვეგანური ფეხსაცმელი წარმოგვიდგინა.
ფეხსაცმელი შექმნილია The Vegan Society მიერ აღიარებული ტექნოლოგიით.
ფეხსაცმელმა წარმოებამდე 170 ზე მეტი შემოწმების ტესტი გაიარა, რათა დაემტკიცებინა, რომ არ შეიცავს ცხოველურ პროდუქტს.
სტატიის ავტორი:
iconic.ge
2021-11-17
ორგანული ბამბა! 2020 წლიდან სრული კოლექციის 53% ორგანული ბამბისგან შედგება
ორგანული ბამბა
სუპერსრაიმ 2020 წლიდან ქსოვილის ძირითად წყაროდ ორგანული ბამბა აქცია.
ბამბის ქსოვილი, ბრენდის ძირითადი პროდუქტია, კერძოდ დღევანდელი მონაცემებით 53%-ს შეადგენს, სრული კოლექციიდან.
2025 წლისთვის, ბრენდის მიერ წარმოებული ტანსაცმელი სრულად ორგანული ბამბის იქნება, რაც მსოფლიო ნედლეულის 4%-ს შეადგენს.
სუპერდრაის თეთრეულის, მაისურების, პოლოებისა და Orange Label პროდუქცია სრულად ორგანული ბამბაა!
სტატიის ავტორი:
iconic.ge
2021-11-17
ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი, სუპერდრაის თეთრეულს წარმოგვიდგენს!
Neymar, Welcome to the Superdry family!
სუპერდრაის ინტერესებს და ხედვებს ბევრი ცნობილი სახე იზიარებს.
პანდემიის პერიოდში სუპერდრაის გუნდს ბრაზილელი ბეხბურთელი, ნეიმარი შეუერთდა, რომელიც ბრენდის ოგანული ბამბის ხაზის საზეა.
ნეიმარის კოლექციის ქვეშაა: მამაკაცის სრული თეთრეულის ზახი.
სტატიის ავტორი:
iconic.ge
2021-11-17
იზრუნე დედამიწაზე! სუპერდრაი ეკო მეგობრული ბრენდი!
დედამიწაზე ზრუნვა
2030 წლისთვის სუპერდრაის ყველა საწარმო მოიხმარს,
მხოლოდ განახლებად ენერგიას.
სუპერდრაის დიდი ბრიტანეთის სადისტრიბუციო ცენტრი, პირველი საწყობია, რომელიც 100%-ით განახლებად ელექტროენერგიაზე მუშაობს
Financial Times-ის მიხედვით, Climate leaders 2021 წლის სიის სათავეში სუპერდრაი ლიდერობს.
ბრენდი გამოირჩევა ევროპის მასშტაბით არსებული 300 კომპანიისგან, რომელიც ზრუნავს დედამიწის ეკო სისტემის კეთილდღეობაზე.
სტატიის ავტორი:
iconic.ge
2021-11-17
ჯულიან დანკერტონი დაჯილდვდა ორგანული ელჩის წოდებით.
2021 წელს სუპერდრაის აღმასრულებელი დირექტორი, ჯულიან დანკერტონი, Soil Association BOOM-მა საუკეთესო ორგანული ელჩის ტიტულით დააჯილდოვა ორგანული ინიციატივებისთვის. რამდენიმე თვით ადრე კი, სუპერდრაი „პოზიტიური ცვლილებების“ ჯილდოს მფლობელი გახდა Drapers Sustainable Fashion Awards 2021-ზე.
ჯულიან დანკერტონმა 2003 წელს მეგობართან ერთად იაპონიაში სტუმრობისას, იაპონური სულისკვეთების შთაგონებით შექმნა ბტიტანული ბრენდი სუპერდრაი.
სტატიის ავტორი:
2021-11-17
ყოველწლიუირად სუპერდრაი 30 მილიონ პლასმასის ბოთლს გადაამუშავებს!
30 მილიონი პლასმასის ბოთლი პლასმასის ბოთლებს მეორე სიცოცხლეს, სუპერდრაის ქურთუკები შეძენენ. 2020 წლიდან სუპერდრაიმ დედამიწის პლასმასის ნარჩენებისაგან გასუფთავება-დაცვა დაიწყო.
ყოველწლიურად:
სუპერდრაი გადაამუშავებს 30 მილიონზე მეტ პლასმასის ბოთლს.
გადამუშავების შედეგად მიღებული მასალით კი, ქურთუკების შიგთავსი შეიქმნება.
დამუშავების ახალი ტექნოლოგიის შედეგად, წარმოებისას 40%-ით ნაკლები ელექტრო ენერგია გამოიყენება.
სუპერდრაი ეკო მეგობრული ქურთუკების წარმოებაში ლიდერია!
Superdry - 441
Patagonia - 319
Zara - 183
Tommy Hilfiger - 132
H&M - 103
North Face – 73
ASOS (Own brand) – 45
სტატიის ავტორი:
iconic.ge
2021-11-16